Saturday 2 June 2018

გაკვეთილის გეგმა



მასწავლებლის სახელი, გვარი, პირადი ნომერი:    დიკო  ქერდუყაშვილი, პ.ნ. 59001025960
საგანი: მათემატიკა
სწავლების საფეხური / კლასი: საბაზო/მეშვიდე
მოსწავლეთა რაოდენობა: 11
გაკვეთილის თემა: სიმრავლეები,  ჩაწერის ფორმები, თანაკვეთა, ვენის დიაგრამების გამოყენება.
გაკვეთილის მიზანი:
მოსწავლემ შეძლოს სიმრავლეთა  ცნების გაანალიზება, მოქმედებები სიმრავლეებზე, ჩაწერის ფორმების  და  ვენის დიაგრამების  გამოყენება ამოცანების ამოხსნისას.
ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრული შედეგები და ინდიკატორები:
მათ. VII.6.   მოსწავლეს შეუძლია სიმრავლური ცნებებისა და ოპერაციების გამოყენება ამოცანის ამოხსნისას.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·      პრობლემის გადაჭრისას, იყენებს ზოგიერთ დამხმარე ხერხს სიმრავლეთა შორის მიმართებების დასადგენად და სიმრავლური ოპერაციების შესასრულებლად;

N
აქტივობის აღწერა
გამოყენებული მეთოდი/მეთოდები
კლასის ორგანიზების ფორმა/ფორმები
სასწავლო რესურსები
დრო (წთ)
1
მასწავლებელი კლასში შესვლისას ესალმება კლასს, აცნობს გაკვეთილის თემას, რომელიც დაფაზე აქვს გაკრული. აცნობს აგრეთვე თუ რა აქტივობები იქნება გამოყენებული გაკვეთილზე. აცნობს შესაბამის სქემებს, შეახსენებს ქცევის წესებს, რომელსაც თვითონ მოსწავლეები შეიმუშავებენ.
ვერბალური ახსნა
მთელი კლასი
დაფა, ცარცი, პლაკატები
5 წთ
2
მოსწავლეები დაფაზე ასრულებენ სავარჯიშოებს რომელიც სახელმძღვანელოშია მოცემული. აგრეთვე თვითონ მოიფიქრებენ რაიმე მარტივ მაგალითს თანაკვეთაზე და გაერთიანებაზე და შეასრულებენ ინდივიდუალურად მოფიქრებულ მარტივ მაგალითებს
ვერბალური ახსნა
მთელი კლასის
სახელმძღვანელოს სავარჯიშოები
15 წთ
3
კლასს კედელზე გაკრული  პლაკატის დახმარებით გავაცნობ ამოცანის ამოხსნას ვენის დიაგრამის გამოყენებით. ამის მერე მოსწავლეები დაფასთან თვითონ შეასრულებენ სავარჯიშოს სახელმძღვანელოდან ვენის დიაგრამის გამოყენებით
პრაქტიკული მეცადინეობა
მთელი კლასი
დაფა, ცარცი,  პლაკატი
20 წთ
4
მივცემ საშინაო დავალებას სახელმძღვანელოდან და დავავალებ მოიფიქრონ სამი მარტივი მაგალითი, რომელსაც გააკეთებენ ვენის დიაგრამით.
ვერბალური ახსნა
მთელი კლასი
სახელმძღვანელო
5 წთ

გაკვეთილი ბოლოს მისაღწევი შედეგები: მოსწავლემ უნდა შეძლოს შეასრულოს მოქმედებები თანაკვეთაზე და გაერთიანებაზე, ამოხსნას ამოცანა ვენის დიაგრამის დახმარებით.

შეფასება: განმსაზღვრელი, განმავითარებელი

განმსაზღვრელი რუბრიკა

კრიტერიუმი
1-2
3-4
5-6
7-8
9-10
მოსწავლემ შეძლოს სიმრავლეთა  ცნების გაანალიზება
მოსწავლეს არა აქვს წარმოდგენა სიმრავლეებზე
იცის სიმრავლის განმარტება, მაგრამ გაუაზრებლად
განმარტავს წესს ასახელებს სახეებს სიმრავლისას მაგრამ ვერ ასრულებს მათზე მოქმედებებს
შეუძლია მოქმედებების შესრულება სიმრავლეთა თანაკვეთაზე, გაერთიანებაზე, მაგრამ ვერ იყენებს ვენის დიაგრამებს
სრულყოფილად აითვისა შესასწავლი მასალა და გამოიყენა ვენის დიაგრამები მაგალითების გასაკეთებლად.